
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. 2022 წელს ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “იერი“ ასრულებს.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს