
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ყოველკვირეული თათბირი გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურის უფროსებისგან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, გარდამავალი და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
სერგი ხიდეშელმა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითება მისცა.
ასევე, სამსახურის უფროსებს სფეროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის წესის ჩამოყალიბება დაავალა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები – სამსახურის უფროსები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს „ონის სერვის ჯგუფის დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე და შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის” დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს