
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ონის მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე, ტურისტულ პოტენციალზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს არსებული საჭიროებები და გამოწვევები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თემების უნარის გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესების მართვის, რისკების შემცირების და კრიზისული სიტუაციების და ადაპტაციის აღდგენის უნარის განვითარებას. ასევე, მიკრო და მცირე საწარმოების გაძლიერებას.
სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას. ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს გრანტების საშუალებით ინვესტიციების სტიმულირებას, პროგრამა გასცემს თანადაფინანსებაზე დაფუძნებულ გრანტებს, რომელთა მიზანია სისტემური გაუმჯობესების ხელშეწყობა კერძო და საჯარო სექტორების და დონორების მოზიდვით.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს