
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ბოლო ზართან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
“რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.
ახალგაზრდებს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, წარმატებული და ბედნიერი მომავალი, პროფესიული ზრდა-განვითარება, იმედი, სიყვარული და გონიერება უსურვეს”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს