
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოების მდგომარეობას ადგილზე ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ „დაგი +“ შეასრულა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 432 160 ლარი შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, “მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს