ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა მისასვლელი და შიდა საუბნო გზა, საყრდენი კედლები, მდინარეზე საფეხმავლო გადასასვლელები და სანიაღვრე არხები. მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო სამუშაოებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 453 496 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ცოტნე” ასრულებს.
მონიტორინგის პარალელურად, სერგი ხიდეშელი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
“სოფლის საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში”, – განაცხადა მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს