
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში, მერიის საკოფერენციო დარბაზში, ონის მუნიციპალიტეტს მერმა სერგი ხიდეშელმა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი განსაზღვრავს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასა და ონის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებაზე.
პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მხარს დაუჭერს ონის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. ხელმოწერილი მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც რეგიონის მასშტაბით თემების მდგრად განვითარებაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში გამოიხატება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს