ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელთან, მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა მიმდინარე პროცესი და აქციაში მონაწილე მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.
უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 60 -ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, ცამეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.
შეგახსენებთ, რომ ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ხელმძღვანელმა პირებმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნეს, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს