
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
გარემოსდაცვითი ღონისძიება 20 აგვისტოს, ბარი-მრავალძლის საავტომობილო გზის მიმართულებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ააიპ ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა ონში.
“აღნიშნული კამპანიის მიზანია რაჭის ბუნების დაცვა და ეკოსისტემის გაუმჯობესება.
მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სუფთა გარემოს მნიშვნელობის გაცნობიერებას და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.
გარემოსდაცვითი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად ჩატარდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს