ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფ. ფარახეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული გზის რეაბილიტაციის მდგომარეობას.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. ფარახეთის საავტომობილო გზის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთს, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხების და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10”-მ შეასრულა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა (90% სახელმწიფო – 10% ადგილობრივი ბიუჯეტი).
პროექტი მრავალწლიანია და სოფ. ფარახეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.
თაგები:
სერგო ხიდეშელი

ონის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს