
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო – მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 16 ოჯახს გადაეცემა.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.
აღნიშნულ ოჯახებს ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
“ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა უმოკლეს დროში განხორციელდეს დარჩენილი ოჯახების დოკუმენტაციების შესწავლა და ბინების საკუთრებაში გადაცემა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს