
ავტორი
Front News საქართველო
საახალწლო სამზადისი ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“რამდენიმე დღეა, ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწყობაა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა.
ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი, მოედნის, ვახტანგ VI და სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით დამშვენდა. ქალაქის ქუჩებში ილუმინაციები დამონტაჟდა.
მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და დავით აღმაშენებლის მოედანზე 27 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს