
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან ქრისტინე კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+“ ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 923 158 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს