
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით თითოეულ ოჯახს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებს- 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.
“ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: ქალაქი ონი; უწერა; ღები; ღარი; გლოლა; ნაკიეთი; ჭიორა.
ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი“ ანხორციელებს, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს