
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულებულია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად, აღნიშნული პროგრამით, სოფელ ფსორში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 20 000 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში მოხდა წყლის კვლევა-ძიება, გრუნტის გაბურღვა შესაბამისი მექანიზმით, 0,75 კვტ. წყლის ტუმბოს მონტაჟი ყველა დამხმარე მოწყობილობით, ასევე მოეწყო შესაბამისი შენობა, გაუკეთდა ჰიდროიზოლაცია და დაისხა ბეტონის საფარი.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს