ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
უამინდობამ მოძრაობის შეფერხება, ხეების წაქცევა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.
“ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში. შეზღუდვები ვრცელდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლის აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან იწმინდება ქალაქის შიდა გზები. ასევე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 577 99 85 82; 551 093 957″, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.


სახელმწიფო რწმუნებულმა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

სოფელ ლაგვანთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს