
ავტორი
Front News საქართველო
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
23 მარტს, ონის საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 3 წარჩინებულ მოსწავლეს – სოფო გობეჯიშვილს, ნინო მემანიშვილს და მარიამ მაისურაძეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს