
ავტორი
Front News საქართველო
ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა მკურნალობის დაფინანსება და 25 ათას ლარიანი ზღვრის მოხსნაა.
მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილი უკვე ჩააბარეს. ასევე ცნობილია, რომ 3 მარტს 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.
პაციენტების განცხადებით, ახლა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თითოეული დღეც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროტესტი. ვცდილობთ, ამ გზითაც გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და შევიკრიბოთ პარლამენტთან და კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მოვითხოვოთ პრემიერთან პირდაპირი კომუნიკაცია.
3 მარტს 3 საათზე შევიკრიბებით პარლამენტთან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თაგები:
ონკოპაციენტები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს