ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს დროს 8 აპრილამდე აძლევენ

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, 8 აპრილიდან კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. მათი მთავარი მოთხოვნა კი მკურნალობის სრულად დაფინანსება, მოქმედი პროგრამის – წლიურად 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნა, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფაა.
“12 მარტს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან, მან გვთხოვა 10 დღე პრობლემებში გასარკვევად, თუმცა 20 მარტს მე გავიგე ფეისბუქით, რომ თურმე შეკრებილან ონკოპაციენტების პრობლემებზე განსახილველად, სადაც ჩვენ მიწვეულები არ ვიყავით. ვერც გავიგეთ, რა მოხდა ამ შეხვედრაზე და თქვეს, რომ აპირებენ ერთიანი პროტოკოლების დანერგვას, რაც ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ იყო. ჩვენ ვითხოვთ პერსონალიზებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტთან, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო სტანდარტით პერსონალიზებული მედიცინა არის ყველა წამყვან ქვეყანაში. ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენ ვითხოვთ ლიმიტის გაუქმებას, 25 000 ლარიანი ლიმიტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს. იმიტომ, რომ აპრილის თვიდან უკვე ძალიან ბევრ პაციენტს ამოეწურება ლიმიტი და ისინი ვერ შეძლებენ ამ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდას, მოუწევთ მკურნალობის შეწყვეტა.
ვაძლევთ 8 აპრილამდე ჯანდაცვის სამინისტროს დროს, რომ შეასრულოს ყველა ჩვენი მოთხოვნა. თუ ჩვენ არ შეგვისრულდება მოთხოვნები, 8 აპრილიდან გადავინაცვლებთ კანცელარიასთან და 24-საათიან პროტესტს დავიწყებთ ონკოპაციენტები”, – განაცხადა ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ.
თაგები:
ონკოპაციენტები




