
ავტორი
Front News საქართველო
2 ივლისს ონმა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ “მუსიკალურ საღამოს” უმასპინძლა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში დილიდან აქტიური სამზადისი მიმდინარეობდა, დამონტაჟდა საკონცერტო სცენა, მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. მუსიკალური საღამო ფერადი და მხიარული კარნავალის ფონზე საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.
ღონისძიება ნოდარიკო ხუციშვილის და ჯგუფი შერეკილების კონცერტით დასრულდა.
ონში გამართულ “მუსიკალურ საღამოს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს