ონში ანსამბლ “რუსთავის” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “რუსთავი” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა.
“ანსამბლი ახალი შემადგენლობითა და მრავალფეროვანი ქართული პროგრამით წარდგა ონელი მაყურებლის წინაშე.
კონცერტი მსმენელის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა.
ანსამბლის “რუსთავი” ვოკალურ სოლო საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს “რუსთავი”, ასევე ღონისძიებების მხარდამჭერს – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თბილი, საოცრად ემოციური და დაუვიწყარი საღამოსთვის”, – აცხადებენ ონის მერიაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს