ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზის შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად, ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მტმ“ ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 436 221 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ შენობაში, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.
თაგები:
სერგო ხიდეშელი




