
ავტორი
Front News საქართველო
22-24 ივლისს ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქმედმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.
ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ სამმა ახალგაზრდამ პირველი ადგილი მოიპოვა.
ლუკა გუგეშაშვილი (65 კგ),
თორნიკე სამხარაძე (79 კგ),
გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ ასპარეზობებში.
აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს