
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების, მაქსიმალურად, მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება მოსთხოვეს.
კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს