ონში “ორბობა” აღნიშნეს


ავტორი
Front News საქართველო
ონში “ორბობა” აღნიშნეს. გადმოცემის თანახმად რაჭველებს განსაკუთრებულად ჰყვარებიათ გიორგობის დღესასწაული, ამიტომ მრავალი ლეგენდა თუ გადმოცემა არსებობს მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, ველიეთის წმინდა გიორგიზე და ზემო რაჭაში “ორბობის” დღესასწაულზე, რომელიც 20 მაისს, გაზაფხულის გიორგობას იმართება.
ორბის მთის წმინდა გიორგის სალოცავი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა, მომლოცველები ონში იკრიბებიან და ცხენებით მიეშურებიან მთისკენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთაზე ასვლა ეკრძალებათ ქალებს, ლეგენდის თანახმად “ორბობას” თუ ქალი ავა მთაზე იმ დღეს ჭექა-ქუხილი გარდაუვალია.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმიდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს