
ავტორი
Front News საქართველო
19 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ.ონის სხვადასხვა ლოკაციაზე გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
დასუფთავდა ქ.ონის შემოსასვლელი გზა (ე.წ. გადმოსახედი), მდინარე ჭალურას მიმდებარე ტერიტორია, ბეერშევას სახელობის სკვერი, გამსახურდიას, ბარათაშვილის და სააკაძის ქუჩები.
“ქალაქის მასშტაბით დაირგა ცაცხვის ნერგები. გამწვანება-დასუფთავების აქციაში ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე, ონში რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება, რაც გვახსენებს, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და რომ ჩვენ მოვალენი ვართ გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მასზე“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს