
ავტორი
Front News საქართველო
13 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა, რის გამოც საჭირო გახდა სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის მოწყობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს