
ავტორი
Front News საქართველო
ქ. ონში სასპორტო სკოლის კომპლექსში კალათბურთში გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა ონისა და საჩხერის ორი ასაკობრივი კატეგორია 13 და 18 წლამდელები.
ონის გუნდმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. 13 წლამდელები: ონი – 67 : 61- საჩხერე;18 წლამდელები: ონი – 81 : 69 – საჩხერე.
ასევე დასახელდნენ: საუკეთესო მოთამაშე პატარებში;
ონის გუნდიდან – ნიკოლოზ მარკოიშვილი.
საჩხერის გუნდიდან – დავით ფარქოსაძე.
საუკეთესო მოთამაშე დიდებში ონის გუნდიდან დაჩი მეშვილდიშვილი დასახელდა.
გამარჯვებული გუნდი გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის შვილმა გიორგი ბენდიანიშვილმა დააჯილდოვა.
ტურნირის მიზანი, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის და კალათბურთის პოპულარიზაციაა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს