
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
პროექტი ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებში აშენდება ღია და დახურული სავაჭრო ფართები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები.
პროექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელშეკრულებო თანხა 1 411 734 ლარს შეადგენს.
მშენებლობის დასრულება 2024 წლის ივნისში იგეგმება.
“აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახისა და მუნიციპალიტეტში სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი და სრულად დააკმაყოფილებს, როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს, ასევე ადგილობრივი მოვაჭრეების ინტერესებს“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს