
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ეხმაურება.
მისი განაცხადებით, ამით ოფიციალურად გაფორმდა, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტპატიმრები ჰყავს.
"ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.
ოფიციალურად გაფორმდა, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!"-წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა. საია-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს