Logo

“ოპოზიცია დაიშალა მარტივ მამრავლებად და ერთმანეთის კრიტიკაში ჩაეფლო”

საზოგადოება
1637
Frontnews image description

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია "მარტივ მამრავლებად" დაიშალა, აღნიშნული პროცესი კი მმართველ ძალას კარგად და შედეგიანად გამოსდის. 

"სრულიად შეგნებულად თავს ვიკავებდი ოპოზიციის კრიტიკისგან და საჯაროდ შენიშვნების მიცემისგანაც, მაგრამ ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც ყველაფერი უნდა ითქვას ძალიან ხმამაღლა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვდგავართ შიდა პოლიტიკური მიწისძვრის წინაშე, იმიტომ რომ რუსეთმა ფაქტობრივად ალყა დაარტყა ქართველ ამომრჩეველს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოიყვანა და შემოიყვანს სხვადასხვა ამომარჩევლის გემოვნებაზე მორგებულ, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. მათი ნაწილი ღია პრორუსული იქნება, ნაწილი ნაკლებად, მაგრამ შეეცდება, რომ ის ვაკუუმი, რომელიც არსებული ტრადიციულმა პოზიციამ შექმნა, საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში, ეს ვაკუუმი შეავსოს. 

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს გაუცხოება არსებული ოპოზიციის საკუთარ ამომრჩეველთან, უფრო მეტსაც ვიტყვი, ბოიკოტი დღეს ოპოზიციის, არა მარტო ხელისუფლებასთან მიმდინარეობს, არამედ საკუთარ ამომრჩეველთან ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა დღეს არსებული ოპოზიცია. ამ ვაკუუმს რა თქმა უნდა რუსეთი ძალიან ეფექტურად გამოიყენებდა. აი როგორ დალაგდება ველი, თუ ვასაძემ გადაწყვიტა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და თუ გახარიაც შემოვიდა არჩევნების წინ, როგორც მონაწილე პოლიტიკური სუბიექტი, ასეთ შემთხვევაში "ოცნებას" მართლაც გაუჭირდება იმ 43%-ს მიღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხმები არსებული ტრადიციული ოპოზიციის კულაბაში წავა. რიგგარეშე არჩევნების წინაშე ჩვენ შეიძლება მართლა დავგდეთ, მაგრამ უკიდურესაც შემცირებული და შესუსტებული პოზიციებით არსებული ოპოზიციისა. ამას ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ოპოზიცია დაიშალა მარტივ მამრავლებად და ერთმანეთის კრიტიკაში ჩაეფლო. ეს არის "ქართული ოცნების" კარგად აპრობირებული და შედეგზე გათვლილი ტაქტიკა. ის ერთი მხრივ, შლის ოპოზიციას, მეორე მხრივ, ერთმანეთთან აპირისპირებს, მესამე მხრივ, ცდილობს დრო გაჭიმოს და ამით დრო თავად მოიგოს და მეოთხე, ის ასევე შედეგიანად ცდილობს ოპოზიცია უმწვავესი პრობლემებისგან შორს ამყოფოს"-აცხადებს ლაგაზიძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები