Logo

ოპოზიცია დღეს ერთდროულად რამდენიმე აქციას გამართავს

პოლიტიკა
576
Frontnews image description

დღეს, 11:00 საათზე, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 4 სხვადასხვა ადგილზე პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავს. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გააცხადებით, აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან.

 

“11:00 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისივე თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება, აქცია იქაც გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები