“ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პროცესის დეესკალაციას”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ისევ მზად არის.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პროცესის დეესკალაციას.
"მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას და არა მარტო ლიეტუვას ჩართულობით, იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის. ოღონდ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის", – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს