
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტი დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს წარადგენს.
“საპარლამენტო ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენილს საკითხზე. საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტი წარვადგენთ დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, ასევე ქართულ ოცნებას ექნება ვალდებულება და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომ დარჩენილი კანდიდატურები შვიდამდე შეავსონ და მოხდეს სრულფასოვნად პროცედურის განხორციელება და სახალხო დამცველის შერჩევა პირველსავე მცდელობაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სახალხო დამცველობის სურვილი 19 კანდიდატმა გამოთქვა.
თაგები:
სახალხო დამცველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს