
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავს. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა პარლამენტისკენ მსვლელობა უკვე დაიწყეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი იმყოფებიან მსვლელობის მონაწილეებთან ერთადაც.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება.
“აქართველოს ასეთ ვითარებაში არ ყოფილა კარგა ხანია და ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კატასტროფის და უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდეთ.
დაშლას აღარავინ აღარ აპირებს, უბრალოდ, სახლშიც ვეღარ შევალთ რა უნდა ვთქვა, სახლში რომ შევიდე? რომ მერე ისევ გამოვიდე და დავიწყო თავიდან ლაპარაკი? არაა ამის დრო, სიკვდილ-სიცოცხლესთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა უგულავამ.
თაგები:
მსვლელობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს