
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი თუ რეგლამენტით გაწერილ კანონს არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომელიც თბილისის მერის კახი კალაძის საკრებულოში მისვლასა და წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს.
დეპუტატების განცხადებით, წლიური ანგარიშით წარდგენის უგულებელყოფა რეგლამენტის დარღვევაა.
“ოპოზიციის სრული შემადგენლობა კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. ჩვენ გუშინდელ სხდომაზე შევიტყვეთ, რომ ბატონი კალაძე არ აპირებს თბილისის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარსდგომას, რაც რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ეს ყველაფერი ხდება ძლიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილლებების ფონზე, რომელიც მან წლის ბოლოსთვის დააანონსა და რომლის შედეგად თბილისელების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუარესდება” , – განაცხადა პარტია “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს