ოპოზიციამ აქციაზე შეკრებილებს მარტის გეგმები გააცნო

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადეს და ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.
ოპოზიციის თქმით, 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება. ხოლო 9 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება.
მათი თქმით, 11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება, "რომელიც გადაიქცა მურუსიძის ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარსიმბოლოდ".
"13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლემნტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის," – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:





