“ოპოზიციამ პრიორიტეტი მიანიჭა საკითხებს, რომელიც კონკრეტულად რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციამ პრიორიტეტი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საკითხებს მიანიჭა.
"ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული.
ამას ადასტურებს დღეს თქვენს წინაშე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდეს იმ მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასდროს დათმობდნენ.
"მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს