Logo

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დატოვა

პოლიტიკა
1244
Frontnews image description

კასპის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. შენობაში მერის ბრაძანებით ჟურნალისტებს არ უშვებენ. მათ  დახმარებისათის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა უშედეგოდ. 

 

კასპის საკრებულოს  სხდომაზე დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ, დაპირისპირება კი ხელფასების გაზრდის საკითხს მოყვა.

 

ხელისუფლების ოპონეტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ხელფასების ზრდა სოციალური პაკეტების ხარჯზე ხდება. 

 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კასპიის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით დროშა გაშალეს და ამ ფორმით ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტეს.

თაგები:

კასპი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები