“ოპოზიციას დღითიდღე უმძიმდება მდგომარეობა, ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო მათთვის”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას თავისი პოზიციები დღითიდღე უმძიმდება.
ამის შესახებ კობახიძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"გუშინ ოპოზიცია ბორელსა და ზოგადად ევროკავშირს ლანძღავდა და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს ძალიან მძიმე მოვლენაა და იმაზე მეტყველებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
ოპოზიციას დღითიდღე უმძიმდება მდგომარეობა. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის. შემიძლია ის ვთქვა, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები უმძიმდება", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


