Logo

“ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციას”

საზოგადოება
1086
Frontnews image description

ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციას, საჭიროა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ იზრუნონ ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგა სიტყვით გამოვიდა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით გამართულ ონლაინდისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას.

„უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს ყველა ხელისუფლების, მათ შორის არსებული ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყანა დაუახლოვოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს;

მიმაჩნია, რომ ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციას და საჭიროა, რომ როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ იზრუნონ ევროკავშირის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე“, – განაცხადა ანა ფოტიგამ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები