Logo

“ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად არღვევენ პირობას და საუბრობენ დეტალებზე”

საზოგადოება
1468
Frontnews image description

ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად არღვევენ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები. ამაზე ჰქონდათ საუბარი და ეს იყო პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ პირობა არ დაგვირღვევია. დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, კარგად მიჰყავს დიალოგის პროცესი და ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს მოლაპარაკებები. დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრა აღარ იქნება და გაგრძელდება დიალოგი მომდევნო პერიოდში

თაგები:

Advertisement