Logo

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირეს

საზოგადოება
1523
Frontnews image description

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირეს.

დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ხელისუფლებასთან შეჯერებულიყო პოზიციები და საკანონმდებლო ორგანოში საერთო კანონპროექტი შესულიყო, ეს ვერ მოხეხრდა.

„შევიტანეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტი. ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა, რომ მოხერხებულიყო ხელისუფლებასთან შეჯერება და ერთი კანონპროექტი შესულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ვიცით, ხელისუფლებამ გუშინ დაარეგისტრირა ამნისტიის კანონპროექტის თავისი ვარიანტი, ხოლო ჩვენ წარვადგინეთ დღეს, სწორედ ახლა მოხდა რეგისტრაცია.

ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას და მის მოთხოვნებს. იქ აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან დღემდე რა დარღვევებსაც იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები, დაკავებები, დარღვევები, ყველა უნდა მოყვეს.

ანუ, ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, ამნისტირებულა მათი ქმედებები  და აქციის მონაწილეებს რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებები. ხელისუფლების კანონპროექტს წერილობით არ გავცნობილვარ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მათ რამდენადაც გვითხრეს, შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის განმავლობაში, და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს, ასევე ჰოპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნსიტია არის არაგანჭვრეტადი და ფაქტობრივად, ხელისუდფებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე – არა. ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად. სამართლებრივადაც ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტიის კანონის მიღება გაუმართლებელია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შავგულიძის განმარტებით, კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან დათქმასაც ითვალისწინებს.

"რაც ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა, ყველა წარდგენილი ბრალდება და მსჯავრდება უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებსაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, პოლიციელებსაც. ასევე, ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას – ის ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ ვრცელდება იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მეორეც, პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები