Logo

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდმჭერ მსვლელობას მართავენ

საზოგადოება
1463
Frontnews image description

ოპოზიცია მხარდაჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

ამ ფორმით აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პოლიტიკური ნიშნით დევნას და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვენ.

"პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პროტესტი. მეორე – ნიკას გამხნევება, მესამე ის, რომ მეგობრებს არ ვტოვებთ გასაჭირში და გამარჯვება ახლოს არის და ციხე ჩვენ არ გვაშინებს. ამის ბევრი მაგალითია ისტორიულად. ციხეს თუ სწორედ მიუდგები, სამარტოო საკანს თუ სწორედ მიუდგები, უფრო გაძლიერებული გამოხვალ. კარგად უნდა იყოს, რაღაც წიგნები წამოვიღე და შევუგზავნი," – აღნიშნა გიგი უგულავამ.

თაგები:

Advertisement