Logo

ადვოკატი - მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა მელია ღიმილით შეხვდა და არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი

სამართალი
2 დღის წინ / 15:17
493
Frontnews image description

მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა და არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალის საკითხს როცა გადაწყვეტს შსს, ამის შესახებ ადვოკატებს არ აცნობებენ.

"მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა და სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი მას და ამიტომ დიდხანს არც გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით.

როცა გადაწყვეტს შსს ბრალის საკითხს, ისინი არ შემოვლენ და ჩვენ, ადვოკატებს არ შეგვატყობინებენ. ასეთ შემთხვევაში ნიკას აქვს ადვოკატის ნომერი და დაგვიკავშირდება, გვაცნობებს და ჩვენ მყისიერად გავჩნდებით აქ. ერთ-ერთი რაც არის, ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, რადგან ამ მომენტისთვის, მას ჯერ ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს და არც სხვადასხვა ნივთების", - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობის გულისხმობს.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement