
ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შიდასოციალური კვლევა განიხილეს, რომელიც თავად "ოცნების" დაკვეთით ჩატარდა და ამ კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას არჩევნებზე 43%-ის მოპოვებაც კი გაუჭირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია გიორგი გახარიამ დატოვა.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".
"კვლევის ჩატარების შესახებ მე არ ვიცი არაფერი, რაც შეეხება 43%-ს, ოქტომბერში გამოჩნდება, რომ ჩვენ 43%-საც ავიღებთ და უფრო მეტსაც. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ერთი ადამიანის მომხრეები (რომელიც აპირებს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას), აპირებენ სხვა პარტიაში გადაბარგებას. აქედან გამომდინარე, ამაში უჩვეულო არაფერია. ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან, დატოვებენ "ქართულ ოცნებას",- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. მათი განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს "ქართული ოცნება" თანამდებობებს ატოვებინებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს