Logo

ორბანი – ეს არის კონფლიქტი ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, მათი ომია და არა ჩვენი

მსოფლიო
1267
Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიიწვია, აცხადებს, რომ ევროკავშირი ნაწილობრივ არის დამნაშავე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში. 

 

მისი თქმით, ევროკავშირმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაცვლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერითა და იარაღით ომის ცეცხლი გააჩაღა. 

 

“როდესაც რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, დასავლეთმა არ მოახდინა კონფლიქტის იზოლირება. ომი უკრაინაში არის არა კონფლიქტი სიკეთისა და ბოროტების არმიებს შორის, არამედ ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს მათი ომია და არა ჩვენი”, – განაცხადა ორბანმა. 
მისი თქმით, უნგრეთი არის “დასავლეთის სამყაროს ნაწილი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, სადაც მათ გარდა ყველა მხარს უჭერს ომს ან ყოველ შემთხვევაში ერთნაირად მოქმედებს“.

 

“მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და ლტოლვილები მიიღო, ეს დახმარება არ ნიშნავს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების შეწყვეტას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

 

ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და რეალურად ვურჩევთ მთელ დასავლურ სამყაროს იგივე გააკეთოს, რადგან ურთიერთობების გარეშე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებები”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

Advertisement