ორბანი მოსკოვში გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ორბანი მივიდა მოსკოვში კავშირების სახლში, სადაც გორბაჩოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
როგორც რუსული მედია წერს, უნგრეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.
საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს გარდაიცვალა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს