Logo

ორბანი – პუტინი ჩემთვის სამხედრო დამნაშავე არ არის

მსოფლიო
1370
Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

“არა. ჩემთვის არა”, – ასე უპასუხა მან და ჟურნალისტის კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავედ.

 

თავისი პოზიციის ახსნისას ორბანმა აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებზე საუბარი ომის შემდეგ შეიძლება.

 

“თუ გინდა ზავი და შემდეგ მოლაპარაკება, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ვინც კონფლიქტის ნაწილია, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოიწვიო ისინი მაგიდასთან და თქვა: “მოდი მაგიდასთან, მე დაგიჭერ”, ეს არ არის კარგი იდეა, ამიტომ ახლა სრულიად უადგილოა ამაზე საუბარი“, – განაცხადა ორბანმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, არ არის თუ არა საკმარისი სამხედრო დანაშაულები, რომ პუტინი უკვე სამხედრო დამნაშავედ მივიჩნიოთ ომის დასრულებამდე, ორბანმა განაცხადა: ”მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობას მოლაპარაკებები სჭირდება. მოლაპარაკებებისთვის საჭიროა მომლაპარაკებლები, სხვა ვინ უნდა მოლაპარაკებას, თუ არა ჩართული ქვეყნების ლიდერები”.

Advertisement