ორბანი – ვუთხარი, რომ ვიქნებოდი მის განკარგულებაში


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ორმხრივი შეხვედრის შესახებ უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა მიიღო.
ორბანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან მიიღო ზელენსკის მოწვევა ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ “მომავალში რაღაც მომენტში”, – წერს Sky News.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ მას შესთავაზა შეხვედრა ამ თვის დასაწყისში “მოლაპარაკებების გასამართად”.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს სურდა განეხილა ქვეყნის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
“მე ვუთხარი მას (ზელენსკის) რომ ვიქნებოდი მის განკარგულებაში. ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რასთან დაკავშირებით?” – აღნიშნა ორბანმა.
აღსანიშნავია, რომ თუ მსგავსი შეხვედრა შედგება, ეს იქნება ორბანის და ზელენსკის პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა ომის დაწყების შემდეგ.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს